საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტი გეგმავს ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის  აღდგენას. ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა  ქიმიის ფაკულტეტზე წარმატებით ფუნქციონირებდა სამი ათეული   წლის განმავლობაში.  სკოლის მუშაობაში მონაწილეობდნენ  ფაკულტეტის წამყვანი  პროფესორ-მასწავლებლები. ბევრმა მოსწავლემ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის შედეგად   მნიშვნელოვან წარმატებებს   მიაღწია,  ზოგიერთმა მათგანმა  მომავალ პროფესიად ქიმიკოსობა აირჩია. შემდეგ გარკვეულ  მიზეზთა გამო სკოლამ  შეწყვიტა მუშაობა. აკადემიურმა პერსონალმა გადაწყვიტა ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის მუშაობის აღდგენა-განახლება. ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა მოსწავლეებს დაეხმარება, შეისწავლონ საგანი  და გაიღრმავონ ცოდნა ქიმიაში, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.  ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვიწვევთ ნორჩ ქიმიკოსთა სკოლაში, სადაც  მეცადინეობა  ჩატარდება  როგორც აკადემიური პერსონალის, ასევე დოქტორანტების  მონაწილეობით.  სკოლაში მეცადინეობა უფასოა. დაინტერესებული პირები შემოგვეხმიანეთ  მისამართზე    marina.karchkhadze@tsu.ge

თარიღი: 11/10/2021